კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 22:19
Advertisement

 

 

 

შენ გიყვარს ჩემი პოეზიის უცხო რითმები,

ქართული სიტყვის სურნელება და სიალმასე...

"სამადლობელი" - ქარიშხალში განარითმები,

დედა ღვთისმშობლის სინატიფე და სილამაზე.

შობის ღამეა... შემოივლის თბილისს უფალი...

დაცემულ შვილებს გვანუგეშებს, ასგზის დაგვლოცავს...

ვდგავარ სარკმელთან, ვით სამყაროს ჭირისუფალი,

ამაღამ, ალბათ, ანგელოზმა შუბლზე მაკოცა.

შენ გიყვარს ჩემი პოეზიის სამკაულები,

როს ქართულ სიტყვას მწიფე შინდის ფერი ედება...

ლექსები - მზეზე დახეთქილი ბროწეულები,

მძიმე გზაწვრილზე აბჯარივით გეიმედება.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - თინათინ მღვდლიაშვილი  • • •   თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen