კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 04:14

მელია ერთ საქათმეს შეეჩვია და ქათმებს სულ მუსრი გაავლო.

ბოლოს საქათმის პატრონმა ხაფანგში გააბა, დაიჭირა და მოკვლა დაუპირა.

მელიამ უთხრა: - ტყუილად მკლავ, თავი არ მომიკვდება, მე ამ საქმეში უბრალო ვარ, საქათმისათვის ერთი ქათამიც არ მომიკლია და ფეხიც კი არ შემომიდგამს აქ. მხოლოდ წუხელ გამიწყრა ღმერთი, სიბნელეში გზა დავკარგე და უნებლიედ აქ მოვეხეტეო.

- მოწმე თუ გყავს ვინმეო? - ჰკითხა საქათმის პატრონმა .

- როგორ არა, ერთი ისეთი მოწმე მყავს, ათზე უფრო სარწმუნოაო.

- ვინ არის ეგ მოწმეო?

- ეს ჩემი პატიოსანი კუდიო, - არხეინად მიუგო მელიამ.

 

სასკოლო ლიტერატურა • • •  იაკობ გოგებაშვილი - საბავშვო მოთხრობები • • •  იაკობ გოგებაშვილი/საბავშვო მოთხრობები

შეიძლება დაგაინტერესოთ