კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 23:00
Advertisement

 

 

 

უღრან ტყეში, პანტის ძირას, დათვი იწვა და თვლემდა.

საიდანღაც მგელი გამოძუნძულდა.

- ოო, რა კარგი ჰქენ, რომ გამოჩნდი. დანაყრებული ვარ, მოდი, ვიმუსაიფოთ, შენ დღე და ღამე დაძრწიხარ და იცი ტყეში რა ხდება.

- რა მემუსაიფება, შიმშილით სული მძვრება!

- მაგის დარდი ნუ გაქვს. აგერ, ხეზე ავალ და პანტას დაგიბერტყავ.

- პანტა და მაჟალო კი არა, ისე ვარ დამშეული, მთელი მსუქანი ცხვარი არ მეყოფა.

- ამიტომაც ხარ მუდამ მშიერი! - თათი ჩაიქნია დათვმა და მეორე გვერდზე გადაბრუნდა, მგელთან მასლაათს ისევ თვლემა ამჯობინა.

 


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen