კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 ივნისი 2025 02:28

სახელმწიფო გერბი - სახელმწიფო სუვერენიტეტის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლოა. ის ამშვენებს ოფიციალური სახელწიფო რეზიდენციების შენობებს, განთავსებულია ოფიციალურ სახელმწიფო ბლანკებსა და დოკუმენტებზე.

სახელმწიფო გერბის პატივისცემის ვალდებულება, მნიშვნელობით უტოლდება სახელმწიფო დროშისა და ჰიმნის პატივისცემის აუცილებლობას.

სახელმწიფო გერბის უპატივცემულობის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, ბევრ ქვეყანაში ითვლება შეურაცხმყოფელ მოქმედებად და ისჯება კანონით.

როგორც წესი, ქვეყნების უმრავლესობაში, სახელწიფო გერბის გამოსახულების გამოყენების წესთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სახის შეზღუდვები (სხვადასხვა სახის დოკუმენტებზე, ბლანკებზე დატანა და ა.შ) ეს საკითხი არის ოფიციალური სამთავრობო ორგანოების პრეროგატივა.

საკუთარი გერბი გააჩნია არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ ცალკეულ ქალაქებს, სახელმწიფო ორგანოებს, განათლების სახელმწიფო  დაწესებულებებს.

საკუთარი გერბი ასევე შეიძლება გააჩნდეს ცალკეულ ფირმებსა და ფიზიკურ პირებს. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ბევრ ქვეყანაში, საგვარეულო გერბის ფლობა, მოწმობს გვარის მრავალწლოვან ისტორიას და ხშირ შემთხვევაში მათ დიდგვაროვნებაზე მიუთითებს.

უძველესი დროიდან მოქმედებს წესი, რომელიც ავალდებულებს გერბის პატივისცემას. მისი უპატივცემულობა კი განიხილება, როგორც ერთ-ერთო ყველაზე მძიმე შეურაცხყოფა.

შეიძლება დაგაინტერესოთ