კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:56
Advertisement

 

 

 

დღეს ბავშვობის მოგონებამ,

ხმა ჩამძახა, გამაგონა,

შემისწორა ნაოჭები,

თოთო გული მომიფონა..


მზით დამთბარი მიწის მკერდზე,

მინდვრის ხავსზე გამაგორა,

მაკრეფინა ენძელები,

საკინძეზე დამაკონა.


შემახსება რაც ბებიამ,

ანდერძივით ჩამაგონა,

კიდევ ერთხელ გამაბავშვა,

მარბენინა გორა-გორა.


მინდვრის ყვავილ–ბალახებით,

შევაგროვე დიდი კონა,

დაღლილი და ჭუჭყიანი,

თბილ გულმკერდზე ჩამაკონა,


და ხმამაღლა მათქმევინა,

შენ მიყვარხარ დედიკონა..

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ნანა მეფარიშვილი  • • •   ნანა მეფარიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen