კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 23:00
Advertisement

 

 

 

ვინ დამბადა ასე ფლიდი,

ასე წყნარი, ასე დიდი,

ასე ცუდი, ასე კარგი,

ვინ მასწავლა ასი დარგი?


ვინ აბრალებს ძუძუს წყევლას?

და, მიწუნებს ცოლად ყველას?

ვინ ჩამარტყამს თავში უროს

(ასე, ჩემთან სხვა ვერ ხუმრობს)?


ან, იმ ღამეს ვინ გამათბობს,

მე ჭაღარა რომ დამათოვს?

ვის დავუთმობ ზედმეტ სიტყვას...

ვერც ავუხსნი, როგორ მიყვარს.


ვინ იქნება მუდამ ახლოს,

მაშინაც კი, შორს თუ სახლობს?..

ვინ იქნება? - ვინ და დედა.

თორმეტ ივლისს დამებედა!

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ნიკო გომელაური  • • •   ნიკო გომელაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen