კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 05:04
Advertisement

 

 

 

ეს გაზაფხულიც მოვიდა

და შემოგვცინა მარტმა,

მეცა მყავს დედა ლამაზი,

მეცა მაქვს ერთი ნატვრა...


რვა მარტს საჩუქრის გარეშე

რაღა ფასი აქვს, აბა?

ზოგი თუ ყვავილს დაეძებს,

ზოგი ყიდულობს კაბას.


მე კი სხვას ვნატრობ ამ დილას,

სხვა საჩუქარი მინდა,

რადგან ერთია დედისთვის -

კარგიც, ლამაზიც, წმინდაც...


ვიყო, როგორიც დედას სურს,

ჩემი იმედი ჰქონდეს!

სხვა საჩუქარი რა არის,

ამ საჩუქარს რომ სჯობდეს!

 

ლექსები დედაზე  • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen