კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 18:13
Advertisement

 

 

 

ვღონდები, ჩემზე დარდით და

ლოდინით დაღლილს გხედავ.

მე არა მიშავს, ნუ სწუხარ,

შენ... შენ როგორ ხარ, დედა?!


ამბობ, გაფრინდნენ მერცხლები,

ჭკნება ყვავილი მინდვრის,

რომ შენც ბერდები, ცხოვრება

მიდის, თავის გზით მიდის.


მაინც გვირილის სუნი გაქვს,

(მამას სუნი აქვს მაჭრის),

გეტყვი, ვიდრემდის სამარეს

ბედი ჩემთვისაც გაჭრის:


რაც მიწერია, რასაც ვწერ,

კიდევ რაც უნდა ვწერო,

შენი ცრემლები და ჩემი

სისხლია, დედაჩემო!


ლექსები დედაზე  • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen