კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 03:18
Advertisement

 

 

 

გამოვეთხოვე და მიწას ვანდე,

ხელებს, რომლებიც პაწიას მბანდნენ.

მათი პატრონი ონავარ ყმაწვილს,

„დედა ენას“ რომ მიშლიდა თვალწინ,

ასე მაცნობდა სანათესაოდ -

ორი დედა გყავს: მე და ესაო.

ორი საწყისი ჩემი კაცობის

დამდევდა ქვეყნის კიდითი კიდე.

დღეს ორი დედის ძუძუნაწოვი

პირველი დედის საფლავთან ვიდექ.

იქ მიიცრემლა ცივმა სამარემ

გამრჯე ხელები, სათნო ჭაღარა.

დავრჩი მეორე დედის ამარა,

პირველმა დედამ რომ შემაყვარა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen