კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:16
Advertisement

 

 

 

დე, იცი…

ღამით ცრემლი მომდის ხანდახან

და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,

ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა

და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.


დე, იცი…

მე მაჩუქეს, აპრილის კაბა

და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,

მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა

არ ვიცი, მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.


დე, იცი…

მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,

ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,

საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული

რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.


დე, იცი

აღარ მინდა დავხუჭო თვალი,

აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება,

უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი

და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება.


დე, იცი…

დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ

და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას

ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს

მე… გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.


დე, იცი…

გაზაფხული მოვიდა მგონი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen