კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:56
Advertisement

 

 

 

ეზოს აღარა ჰყავს ახლა სხვა დარაჯი,

დაფნა აფრიალებს ფარდებს ფარჩებივით,

ჩანს შალმოხურული დედა ფანჯარაში,

ასე გულსაკლავად მარტო დარჩენილი.


ჩვენი ჩუქურთმიან სახლის აივანი,

ჩვენი ფეროვანი ზეცის წამსგავსებით...

სულო, იმის სულთან რომ ვერ დაივანე,

სულო, ამოივსო თასი ასავსები.


ვიღაც გეუბნება, თასი დაგეცალა,

სადღაც სხვანაირი ჭიქის წკრიალია,

შენ კი ამისათვის მაშინ არ გეცალა,

ახლა გინდა, მაგრამ იცი, გვიანია.


თუმცა, ლოდინს მაინც ქარი მუხლს უმართავს,

მიდის, შენ იმ ქარებს ვეღარ დაეწევი.

... თოვა აღარაა ცაში ჩუქურთმათა,

აბრჭყვიალებული ფერად ნაპერწკლებით.


ეზოს აღარა ჰყავს ახლა სხვა დარაჯი,

დაფნა აფრიალებს ფარდებს ფარჩებივით,

ჩანს შალმოხურული დედა ფანჯარაში,

ასე გულსაკლავად მარტო დარჩენილი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen