იშრიალონ ტყეებმა,
იბიბინოს მინდორმა
იყოს ქვეყნად სიცოცხლე,
იყოს მზე და მშვიდობა.
სულ მზე თუ არ იქნება,
ხან წვიმდეს და ხან თოვდეს,
ოღონდ შვილებს დედების
სიყვარული გვათბობდეს.