კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 04:03
Advertisement

 

 

 

თეთრად მოჩანს ეკლესია წყალწითელას გადაღმა,

ისევ იქ დგას ბერი ცაცხვი, ალვები კი გადახმა.

სასაფლაო დაქანცულა ცის და მიწის ყურებით,

წყლისპირს ისევ ამჩნევია ჩემი ნაფეხურები.

ცხენით ტალღის გადალახვა, ოი, როგორ მიჭირდა,

გაღმა იყო ლელიანი დაფარული ჭინჭრითა.

გამოღმა კი, ბილიკ-ბილიკ, სადაც ჰყვავის ძახველა,

ჩაიარდა დედაჩემი, ტკბილად დამიძახებდა.

ახლაც ისევ, იმ ადგილს რომ იღიმება პირიმზე,

ჯვარი დგას თუ ხელგაშლილი დედა მოდის ბილიკზე?

უნდა გულში ჩამიხუტოს, ჩემმა დარდმა არია,

ხელგაშლილი დედიკოა, განა მართლა ჯვარია!

ეს ტირიფიც ძირდახრილი წყალს რომ შეერთებია,

განა მართლა ტოტებია, დედაჩემის თმებია!

და მგონია, ამ ბილიკზე, სადაც ჰყვავის ძახველა,

დედა ისევ გადმოდგება შვილის დასაძახებლად!


ლექსები დედაზე  • • •  პოეზია - ვახტანგ გოგოლაშვილი  • • •   ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen