კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:58
Advertisement

 

 

 

როდესაც ჩემ წინ სუფრაზე

ცხელი შუშხუნა მწვადია,

მაშინ მე სამშობლოსათვის

ყოველი კარგი მწადია!

როცა გადავკრავ ნუნუას

თას-ყანწით, გინდა კულითა,

მაშინ მეც ზეცას ვავედრებ

ამ ჩემს სამშობლოს გულითა.

როდესაც ვეტრფი ქართველ ქალს,

ვეძლევი ნეტარებასა...

ვეღარა ვფარავ!.. სახალხოდ

ვამბობ ჩემს აღსარებასა;

„მრავალ-ჟამიერ! ჟამიერ,

ჩვენს ტურფა საქართველოსა!”

ვიტყვი და შეუპოვარად

გადავკრავ სადღეგრძელოსა.

მაგრამ ესენი სუყველა

თუ არა მექნა ხელადა,

წიხლსა ვკრავ შინაურობას

და გავიჭრები ველადა.

დავეწაფები გულით კვასს,

გავსისინდები ქაშითა

და, კუჭად გადაქცეული,

გულს დავიფარავ ფაშვითა!..

დამავიწყდება ქართული,

ჟუჟუნა, შავი თვალები!..

ჩიჩხასაც არა უშავს რა,

სკვითის ქალს ვენაცვალები!

თუ გსურთ, რომ დავრჩე ქართველად

ვიხდიდე მშობლურ ვალებსა,

ნუ გამომილევთ ღვინოსა,

ცხელ მწვადს და ლამაზ ქალებსა!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen