კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 01:17
Advertisement

 

 

 

ბევრი წავიდა ჩვენგან ქართველი,

ვინც საქართველოს - მშობელს ყვარობდა,

მეც თავის დროზე გავემგზავრები

იმ სამყაროში ამ სამყაროდან.

გულწრფელად ვიტყვი, რომ სიცოცხლეზე

გული დამწყდება ალბათ საოცრად,

არა, ობოლი არ ვიყავ, მაგრამ

ეს ჩემი კვერი გვიან გამოცხვა.

მაშინ, როდესაც უფრო მოვმაგრდი

და გავძლიერდი უფრო სამოყვროდ,

ცხოვლად ვიგრძენი მავანთა შური,

ღვარძლი, ბოღმა და სარმის გამოკვრა.

მე ჩემი გენის ვარ მადლობელი,

ბოროტი სენი რომ არ შემყარა,

მოყვასის მტრობით ანდა ფლიდობით,

რა უნდა ვარგო აბა ქვეყანას.

მაშინ შევრცხვე, თუ უკეთურობით

გული გატკინო, მამულ-დედულო,

ისეთ საქციელს როგორ ჩავიდენ,

როსმე შვილებმა მისაყვედურონ.

სიკეთის ნერგზე, ვიცი, სიკეთის

ამოიზრდება ისევ ყლორტები,

მაშ, ვიყო ერთი უბრალოდ წევრი

მეც სათნოების ძველი ორდენის.

ბევრი წავიდა ჩვენგან ქართველი,

ვინც საქართველოს - მშობელს ყვარობდა,

მეც თავის დროზე გავემგზავრები

იმ სამყაროში ამ სამყაროდან.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ენვერ ნიჟარაძე  • • •   ენვერ ნიჟარაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen