კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 06:08
Advertisement

 

 

 

ჩვენ სულს გვიმღვრევდა მუდამ მესამე!

ამ გზებსაც ისევ მესამე ურევს,

რა გვემართება, შენი კვნესა მე,

გადაბრუნებულს ვერ ხედავ ურემს?

გზა ერთი ნათობს აქ - ერთობისა!

ვიდრე წვეთ-წვეთად ჩვენს სისხლს შესვამენ.

ნუ გამიხარებ მტერს, ჩემს მოსისხარს,

მხარი მომეცი, შენი კვნესა მე!

ვერ გრძნობ, ჩვენს შორის რა გესლს თესავენ?

მამულს ხელიდან როგორ გვაცლიან?

ძმა ხარ, დაფიქრდი, შენი კვნესა მე,

რა დროს შუღლია,

რა დროს ღვარძლია!


პოეზიის გვერდი • • •  პოეზია - მზია ჩხეტიანი  • • •  მზია ჩხეტიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen