კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 21:18
Advertisement

 

 

 

მე ხომ არ ვამბობ, დააბრუნოთ ძველი ხატები!

ოპიზრის ჯვრები!

ლურჯი თასები!

პაპის ქამარი! პაპის-პაპის ვერცხლის ხანჯალი!

გვირგვინი მეფის!

სადედოფლო თავსაბურავი!

მაგრამ მიწა, ჩვენი მიწა,

მიწა ქართული! -

გამოხვეული ნაჩქარევად რაღაც ქაღალდში,

და თავსაფრებით, ცხვირსახოცით თან წაღებული -

უნდა უთუოდ დააბრუნოთ! ო, უსათუოდ!

რომ მიწას ქართულს მიემატოს მიწა ქართული!

მცირე ისედაც!

უმცირესი!

უუმცირესი! -

ო, დააბრუნეთ! დააბრუნეთ მიწა ქართული!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen