კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:06

 

 

 

შენი მზე და მთვარე, ლიახვი და მტკვარი

ეს ჟუჟუნა წვიმა, ეს ციმციმა ცვარი,

ეს შრიალი ხეთა, ლოცვასავით წყნარი,

შენებური ქარი, მშვენიერი დარი, -

ყველაფერი მიყვარს, რაც კი შენი არი!


ცრემლით დანამული შენი სალამური,

გაღიმება გულით და სალამი ძმური,

ნარიყალას ნარი, გალავანი შურის,

საძმოდ გატეხილი შენი შოთის პური, -

ყველაფერი მიყვარს, რაც კი შენი არი!


შენი რუსთაველი, თამარის წინ მდგარი,

და რუსთავის რვალი, რომ არა აქვს ბზარი,

შენი დედა ენა - დიდი სიბრძნის კარი,

ცაზე დაკიდული სვეტიცხოვლის ზარი, -

ყველაფერი მიყვარს, რაც კი შენი არი!


საქართველოვ, დედავ, ხედავ, რამდენს ვბედავ,

სიყვარული შენი დამყოლია ბედად

ჩემი წუხილია შენი ძველი სევდა,

სიამაყევ ჩვენო, მაშ დიდება შენდა!

... ყოველივე ჩემი, მხოლოდ შენი არი!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ხუტა ბერულავა  • • •   ხუტა ბერულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ