კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:25

 

 

 

მე მამღერებს: ცაზე ნისლი

და მიწაზე ნაკადული,

ბექობიდან შეძახილი

მთის უბეში დაკარგული;


მე მამღერებს: ჩემი კერა

ჩემი გმირი წინაპარი,

ბუხრის პირას გაგონილი,

ძველი ლექსი და ზღაპარი;


მე მამღერებს: მთვარის შუქი

და ვარსკვლავთა ნელი კრთომა,

ვარდობისთვე მხიარული,

კალთასავსე შემოდგომა;


მე მამღერებს: ცეცხლის ალი

რომ ედება ყაყაჩოებს,

ცისკარი რომ ლალით ხატავს

გულგაღეღილ ატმის რტოებს;


მე მამღერებს: სიყვარულის

აფეთქება უეცარი,

სატრფოს თვალებს მოწყვეტილი

ორი ცვარი, ცრემლის ცვარი;


მე მამღერებს, მე მაღელვებს

ჩემი მიწა და მამული,

ჩემი ტკბილი საქართველო,

ვაჟას ცრემლით დანამული.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ხუტა ბერულავა  • • •   ხუტა ბერულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ