კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 15 მაისი 2026 16:25
Advertisement

 

 

 

დაცემულ რწმენის, გინა სიმართლის,

კვლავად აღდგომად - აღსდექ, ლაზარე!

ვიდრე ბოლომდე ნათლის კარს - რკინის

ბნელის ურდულით ჩაგვირაზავენ.


წმიდისა მისი ნება-შეწევნის

რათა ვირწმუნოთ - აღსდექ, ლაზარე!

ვიდრე ცრუთა და ფარისეველთა

მზეი ცხოველიც არ შეგვაზარეს...


ძველ ზარებს არსად აღარ რეკავენ,

ახლა ზრიალი გააქვთ სხვა ზარებს,

კაცთა, მართალთა, სულის სალხენად,

სულის მეოხად - აღსდექ, ლაზარე!


ისევ განივრცე ქართლსა ფრიადსა,

მაშრიყ-მაღრიბი დაისამზღვარე;

ბნელეთის ბჭენი შენი მაისის

ჭექა-ქუხილით შეაზანზარე.


თორემ დამაშვრალ ფუტკრების სკაში

ავი ბზუილი გააქვთ კრაზანებს,

და ჰა, საცაა ნათლისმგმობელნიც

რწმენის ნათლის კარს ჩაგვირაზავენ.


და ვიდრე ცრუთა - ეშმას მსახურთა

სიცოცხლეც ჩვენი არ შეგვაზარეს,

წამოდექ რისხვად და ძლევად მათდა,

სასწაულებრივ აღსდექ, ლაზარე!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ანზორ აბულაშვილი  • • •   ანზორ აბულაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen