კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 30 მაისი 2026 00:39

 

 

 

მოგეფეროთ? რა ლამაზად ბრწყინავს დილა!

გვირილებო, ენძელებო, იანო...

მოგეფეროთ? კოცნა მინდა - ფრთხილად, ფრთხილად -

იქნებ ნაზი ბაგე დაგიზიანოთ.


ყველგან თქვენი სიყვარული თან დამყვება,

მეხოტბე ვარ თქვენი ლამაზ ფერების,

აი, დილით ნიავი რომ ამბავს ჰყვება,

რად არ იცით, ეს ხომ მე გეფერებით.


საქართველო ყვავილების თვალი არის.

და სიკვდილსაც მის წამწამზე ვინატრებ,

შავი არი ღამე, ანუ მთვარიანი,

ველად ბრწყინავს თქვენი ლურჯი სინათლე.


ჰე, სადა ხართ, დაცემულო ვაჟკაცებო,

ნატყვიარზე ყვავილები გიფინოთ,

ის ოცნება, ის დამწვარი აღტაცება,

კიდევ ერთხელ გულში შემოგიფრინოთ.


როგორ ბრწყინავს, როგორ ელავს ლურჯად ველი,

იქნებ სხივი თქვენი თვალის შუქია...

მშვენიერთა ყველა ნატვრა თქვენ მოგელით,

გული სხვისთვის ერთსაც არ უჩუქნია.


იქნებ ისევ წამოდგებით ლომგულები,

ისევ მოხვალთ რაინდებად წასულნი,

აქ დიდებას ღუღუნებენ ჩონგურები,

გიმღერიან საქართველოს ასულნი.


ძალას თქვენსას დაუქარგავს უცხოდ ველი,

ანთებული და მარადის მზიანი,

როგორ შევძლო, ავამღერო ყველა ფერი...

გვირილები, ენძელები, იანი...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ალეკო შენგელია  • • •   ალეკო შენგელიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen