კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:55
Advertisement

 

 

 

მე თუ დავიკარგო,

გელათში მეძიეთ,

ვიქნები ლოცვად დავარდნილი,

სასთუმლად მექნება

ღვთისმშობლის კალთა

და ცა მეხურება საბანივით.


მე თუ დავიკარგო,

ალავერდში ვიქნები,

მზესთან გადასული ალავერდს

და ყელზე მექნება გამობმული

შვიდფერი ცისარტყელის სადავე;


იქნებ ანანურთან დამეწიოთ,

ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,

ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი

და გულს მტევანივით დავწურავდე.


მე თუ დავიკარგო,

მცხეთაში ვიქნები,

არსაკიძის ტკივილით გათანგული,

ან გრემში ვიქნები,

ანდა ვარძიაში, -

მთის გულში წყაროსავით

დაკარგული.


მინდა ცის ლაჟვარდი

მხრებზე დამეფინოს,

დავიწვე მიწის ალმურში,

მე თუ დავიკარგო

სხვაგან არ მეძიოთ, -

მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლილი ნუცუბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen