კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:13

 

 

 

- სიზმრად ვნახე თეთრი გედი... ნეტავ, დედა, რაო?

სანთლები და მგალობლები... ნეტავ, დედა, რაო?

დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო,

ფრთას მიქნევდა... და მღეროდა... ნეტავ, დედა, რაო?

- თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასო!...

შენს სიმღერით მომიკვდები... ვაჰ, შენს დედასაო!

- ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო,

შავს მიჰქონდა მდინარესა... ნეტავ, დედა, რაო?

- თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა? ვაჰ, შენს დედასაო?

შვილო, შავეთს გათხოვდები... ვაჰ, შენს დედასაო!

- მიწასხარი ჩაღმუოდა... ნეტავ, დედა, რაო?

- შვილო, მამაშენი არი... ვაჰ, შენს დედასაო!

- ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო?

- ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო!

- ვითომ ყვავილები წვიმდა... ნეტავ, დედა, რაო?

- საქართველო ატირდება... ვაჰ, შენს დედასაო!...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ