კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 01:46
Advertisement

 

 

 

დრომ ცხოვრება ჩაატარა,

როგორც მტკვარმა წისქვილები...

დღესაც იმ გზას ვეშურები,

დღესაც იმ გზით ვიცქირები,


დღესაც ის გზა მელოდება

საწუთროს სვლით დაქანცული,

მოვდივარ და შუბლი მომაქვს

შენი ეკლით დაკაწრული.


რა სიამე მომანიჭე,

რა ტკბილია ეგ ეკალი!

მე სამდურავს ვით გეტყოდი,

გინდაც ასჯერ მოეგკალი,


გინდაც მკერდი გადაგეხსნა,

გადაგეპო ფრანგულითა,

მაინც ამომზევდებოდა

შენი სახე ამ გულიდან,


მაინც ამოენთებოდა

ორბის ფრთებით ჩემი სული,

ორბის ლოცვით ჩაქრებოდა,

შენი რისხვით შერისხული.


ჩაატარა დრომ ცხოვრება,

როგორც მტკვარმა წისქვილები,

ისევ შენი გზით მოვდივარ,

ისევ შენკენ ვიცქირები.


ჩაიარა ამ გზით ყველამ,

ვინც კი შენი ჯვარი ზიდა...

არც მე გადამახვევინოს

ღმერთმა საქართველოს გზიდან!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - არჩილ სულაკაური  • • •   არჩილ სულაკაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen