კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:36
Advertisement

 

 

 

ჯვარი სწერია ჩემს ძველ ტკივილებს,

გრიგალგადავლილ ღველფს და კერიას

ბებერო მცხეთავ, შენ რომ იხილე,

სწორედ იმ ხილვას

ჯვარი სწერია!


სულო იმღერე, სისხლო იყივლე,

სევდა სევდაა, მტერი მტერია, -

ცვარმოკიაფე და მოლივლივე

იმედის ვარსკვლავს

ჯვარის სწერია!


მონოტორულად მბორგავ ჭრიჭინებს,

მზემონატრებულ ნერგს, ვით ფერიას,

მოკრიალებულ და მობიბინე

ჩვენს ლიპლიპა ტბებს

ჯვარი სწერია!


მიწა თუმც ყველას ერთი არა აქვს,

ო, მაგრამ ყველას ერთი ჭერი აქვს -

სწორედ იმ ერთ ჭერს, ეკლებს და ეჭვებს,

ვით ფერად კენჭებს

ჯვარი სწერია!


ჯოჯოხეთური წამებით გავლილ

დროს, შემდგომ სულ რომ მშვენიერია,

ქვაში ჩუქურთმად ჩაწურულ ყვავილს,

ვით ხსოვნის ყვავილს

ჯვარი სწერია!


ცხარე სიყვარულს, ცეცხლს რომ მაწყურებს,

დარდის გენსა და აზრის გენიას,

გზაგაბრწყინებულყრმებს და ასულებს,

ვით ჩვენს ლაჟვარდებს

ჯვარი სწერია!


მაქვს დადრეკილი მიწაზე მუხლი,

სიჭაბუკეა თუ სიბერეა,

სისხლში სისხლის წილ სინათლის დუღილს,

სინათლის დუღილს

ჯვარი სწერია!


ფიქრით შეჭმული გულიც დღეგრძელობს,

ეს გულია თუ ობლის კვერია, -

დღემდე უთქმელო ჩემო ლექსებო,

თქვენს უთქმელობას

ჯვარი სწერია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen