|
თქვენ მიაღწიეთ მიზანს სასურველს, თეთრო ვეშაპო, შავო ურჩხულო ჩვენს მოსასპობად სხვები აღჭურვეთ, თავს დაგვახვიეთ ყველა ურჯულო.
სისხლის წყურვილით მხეცი აღანთეთ... იწვის ქართველი ბავშვის აკვანი და ჩვილის სისხლი ღმერთს შეჰღაღადებს!
ისმის მოთქმა და წყევლას უთვლიან მათ, ვინც აქცია მკვიდრი ლტოლვილად და ამოძირკვა დედა-ბუდიან.
ნათელი როგორ უნდა იხილოთ?! თქვენ საპყრობილე აშენეთ ხალხთა და არ გრცხვენოდათ, ვაი სირცხვილო!
და შიშს სთესავდით ხიშტით, შეტევით, თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი, მაინც არ გყოფნით და ვერ ეტევით.
შველას, მშვიდობას ყველგან ითხოვენ... და თქვენც გაძღებით ბოლოს იმ მიწით, მიწით, რომელიც შეგჭამთ თვითონვე! |
