კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 15:54
Advertisement

 

 

 

ძმანო, აღვავსოთ ფიალა წინაპართ მოსახსენებლად,

რომელთა დასდვეს სიცოცხლე მამულის ასამაღლებლად,

რომელთა სახე დიდების სხივს მოგვფენს გასამხნევებლად,

რომელთა სული მაღალი ჩვენც მიგვიზიდებს ცად მაღლად.


ვითარცა ცეცხლი მარტოდა სჩანს ველსა ზედა შთომილი,

რომლისა კვამლი ჰაერში ქარის შებერვით არს მქრალი,

ეგრეთ იქმნების აღხოცილ ამ სოფლად მისი სახელი,

გზა ცხოვრებისა ვინც განვლო და არ აღბეჭდა ნავალი!


ვინ გვითხრას, ვინა გვიჩვენოს, სადა სცხოვრობდენ ძველ-გმირნი?

დრომან შემუსრა, აღგავა მიწით მათნიცა საფლავნი:

მარამ, სცოცხალან ჯერეთაც დიდების მათ მოედანი,

მათი სახელი, მათ ხმალი, საქმენი სახელოვანნი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გრიგოლ ორბრლიანი  • • •   გრიგოლ ორბელიანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen