კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 03:02
Advertisement

 

 

 

ლიხს იქით და ლიხს აქეთ,

სოფლადა თუ ქალაქად, -

თურმე ზარი ეკიდა

საგანგებო ალაგას.


და მტერს უპირველესად

წინ ხვდებოდნენ ზარები,

იღვიძებდა ქვეყანა

ამ ზარების ბრძანებით.


გუგუნებდნენ, უხმობდნენ

მეგუთნეს და მოისარს,

ქუდზე კაცს ეძახოდნენ,

სპას საქართველოისას.


გასძახოდნენ ზვიადად

ქუჩებსა და მოედნებს...

ზოგი - ხეზე ეკიდა,

ზოგი - სამრეკლოებზე.


იყო დრო ძალადობის,

ჟლეტის, გადაგვარების,

მაგრამ გუმბათებიდან

გრიალებდნენ ზარები:


- ნაუუუ!.. ფრთხილად, გასძელით,

ჟამი დგას მოჟამული!

არ გაყიდოთ ნამუსი,

რჯული, ენა, მამული!


თავზე გვადგა ღრუბელი,

თუ ცხელი მზის ლივლივი,

საქართველოს ზარები

გრიალებდნენ ჰიმნივით.


გასძახოდნენ ზვიადად

ქუჩებსა და მოედნებს,

ზოგი - ხეზე ეკიდა,

ზოგი - სამრეკლოებზე.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen