კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:59
Advertisement

 

 

 

ქართლის მიწავ, უტკბილესო,

საყვარელო ქართლის მიწავ, 

ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და 

ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ!


ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს, 

ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს, 

კავკასიონს, ცამდე აწვდილს.

შვნაბადას, გულდაჟანგულს.


ამ ბუჩქებს და იმ ქერა ნისლს, 

დილაობით შენ რომ იცვამ, 

დაცემულთა დაქცეულ სისხლს, 

დაღუპულთა ხსოვნას ვფიცავ.


ქარსა ვფიცავ, ხეს რომ არხევს, 

სანამ ნისლებს შემოახვევს, 

სააკაძის ხმალის ნატეხს, 

უკვდავებით ნათილისმარს.


ნარიყალას წარსულ სახეს, 

აწ დარჩენილ ლიბოს ვფიცავ! 

ვფიცავ სვანის ნათქვამ ლილეს, 

ვფიცავ ჩემი ლექსის ნინევს! -


თუ ოდესმე, როგორც ძველად, 

ამ ცას ვინმე შეგვეცილოს... 

წმინდა ვალის მისახდელად 

უყოყმანოდ შეგეწირო.


მოვკვდე ისე ღიმილმჩენი, 

ვით კვდებოდნენ გმირნი ძველად. 

რომ, სამშობლოვ, საქმე ჩემი 

დარჩეს შენდა სადღეგრძელოდ!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მირზა გელოვანი  • • •   მირზა გელოვანის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen