კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:54
Advertisement

 

 

 

წიწამურში რომ მოჰკლეს ილია,

მაშინ ეპოქა გათავდა დიდი,

ძველი სიმღერა და იდილია.

ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი.


მოჰქონდათ წინათ პასტორალები,

ბაღთა მნათობით გადამთოვრება,

როგორ ოხრავენ მათზე ქალები.

რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება.


დრო იყო: ომით აუსახველი,

დღეებს იმედი ესაკიდება.

რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი,

რა დიდი იყო მათი დიდება.


დადგა ცხრაას რვა, ახალი ლანდი,

ჩემთვის სიზმრებში უცნობია ჯერ

ახალი წვიმა, ქარი, „დალანდი“

და მთელი ხანა წიგნის: „crane aux fleurs”.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen