კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 20:58
Advertisement

 

 

 

მზე პერანგში მესიზმრება,

თვალს ვახელ და ვეძებ ჩეროს, -

ჩემს ქვითინს და შენს სიმღერას

ცა ეხსნება, ჩანგო ჩემო!


ვიდრე ღმერთი შეგვიცნობდეს,

თავს ვერ ავწევთ ალბათ ზემოთ, -

ჩემს სიკვდილს და შენს სიცოცხლეს

გაუმარჯოს, რწმენავ ჩემო!


შენ ხარ ჩემი მესაფლავე,

შენს შუბს უნდა ჩამოვეგო, -

ჩემს სანთლებს და შენს ვარსკვლავებს

დღეგრძელი დღე, ცაო ჩემო!


მწუხრმა ხელი შემახოცა,

ღვარძლმა ჯოხით უნდა მცემოს, -

ჩემს ჩასვლას და შენს ამოსვლას

ვესალმები, ხავსო ჩემო!


გულში მიკრავს დედამიწა,

შუქით ვაფრთხობ კერპს და დემონს, -

ვკვდები, მაგრამ მაინც გიცავ,

საქართველო, ხატო ჩემო!


ოდნავ იჭვმა შემაჩერა,

სული სევდით უნდა ვგვემო, -

ჩემს წასვლას და შენს დარჩენას

გაუმარჯოს, წიგნო ჩემო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen