კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:57
Advertisement

 

 

 

ხარ ალესილი, როგორც ხმალი მაჩაბელების, 

ხარ ალეწილი, როგორც ვერხვი ტაშისკარისა,

შენი სიმაღლე სიმაღლეა სახრჩობელების 

და გადმოხედვა ღვთისმშობელის, ქართლს რომ აღირსა.


მე მესიზმრება ამაღამაც მღვრიე ლიახვი 

და მუზარადი გაჭენებულ ათაბაგების. 

მტკვარი ასპინძში გადაჩეხილ თათრებს მიახვევს, 

მტკვარი თათრების ჯილოებით აღარ დადგება.


სავსეა ისევ საქართველო ღვინის მარნებით 

და რაინდები გადადიან ყანწებს ყანწებზე. 

ჯერ არ მომკვდარა აქ ვაჟკაცი სხვა დანანებით, 

რომ არ ედიდოს საქართველოს უკვდავების მზე.


არ მინდა, ვიყო გათანგული მორცხვი ოსტატი, 

რომელიც ხატავს ვარძიაში დედოფლის ფრესკას. 

ყველა ბატის ფრთა ძველ პოეტებს მინდა, მოვსტაცო, 

სირცხვილი არის იქ ბატის ფრთა თუ ხმალი რეკავს.


უკანასკნელი, ქართლის, დარჩი შენ დედოფალი 

და თუ გვირგვინი უფრთოობით თავზე დაგატყდა, 

ჩემი გულიდან სხვა გვირგვინი გამოითალე -

ეს ჰიპერბოლა ბევრ პოეტებს დასტოვებს სახტად.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ტიციან ტაბიძე  • • •   ტიციან ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen