კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 23:46
Advertisement

 

 

 

სიტყვით შენ ამღვრევ წყალწმინდას,

საქმით მე გავიწირები,

სად ჰყავდა მამულს ამდენი

მაოხრებელი გზირები.


ბრძოლის დროს ბუჩქში შემძვრალი

მიწას აკვდები ლავიწით,

შენ მტრობის ცეცხლი დააგზნე,

შიგ კი მხოლოდ მე ჩავიწვი.


ან ზეცა რად არ წითლდება,

მიწა არ დაიმეხება,

როს ხელი, მძიმედ ცოდვილი,

მამულის დროშას ეხება.


დროა სიყრუის, სიბრმავის,

საქმეს არ გკითხავს არავინ,

ერის სახელით საუბრობს

მეძავიცა და მპარავიც.


ერო, რუსთველის პატრონო,

დღეს უნიჭობის მიმხედო,

ჯვარს უნდა ეცვა როდემდე,

მიწავ, ღვთისმშობლის წილხვედრო.


სიტყვით შენ ამღვრევ წყალწმინდას,

საქმით მე გავიწირები,

სად ჰყავდა მამულს ამდენი

მაოხრებელი გზირები.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen