კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 03:00
Advertisement

 

 

 

თმენის საწყაო ივსება,

ჩაქრა ნათება იელის...

რის მტერი, ერთურთს ისედაც

მშვენივრად დავერიენით.


ბევრჯერ გვიწვიმა, გვითოვა,

იცვალნენ დრონი, მეფენი...

მტერი რად გვინდა, თვითონ ვართ

ერთურთის სისხლის მხვრეპელნი.


ცრუ იმედებით გაგვართეს,

ზღაპრის გვიქსოვდნენ ფაჩუჩებს,

მამული - ზოგი წაგვართვეს,

ზოგიც ჩვენ გავასაჩუქრეთ.


ბნელიდან ბნელში ვაბიჯებთ,

ჟამო, რა ავად იდინე...

თუ რამ გვებადა, წაგვგლიჯეს

ან უცხოს მიგვაყიდინეს.


დრონი სიტყვებით მოლიეს,

ტაშით დაგვაცვდა ნებები,

ბავშვივით შეგვიყოლიეს

ამაო დაპირებებით.


ვის ახსოვს სისხლი ქართული,

უღვთოდ დაღვრილი შარაზე,

კარი, საჩვენოდ აღთქმული,

ათასგან ჩაგმან-ჩარაზეს.


თმენის საწყაო ივსება,

ჩაქრა ნათება იელის...

რის მტერი, ერთურთს ისედაც

მშვენივრად დავერიენით.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen