შემახის გზაზე ვიღაც შავმა, შავნაბდიანმა, შუაღამისას დასძრა შავი ყარაბახული; და თბილისამდე ბედაურმა ორბის ფრთიანმა გასცვითა ნალი, ამ დღისათვის შემონახული.
როცა მხედარმა სასახლეზე მოაგდო ცხენი, და უმალ, თუმცაფეხზე დგომა უძნელდებოდა, კნიაზ ნამესტნიკს წარუდგინა ხურჯინით ძღვენი.
გადასცა წიგნი, შეისწორა ხანჯალი ბასრი. დასწვდა ამანათს - მოარიდა ლაპარაკს ყური. მან ამოიღო გაფერილი სპილენძის კასრი. მერე წამოდგა და ასეთი ახსნა სურათი: „მოჭრილი თავი მოგართვითო, ჰაჯი მურატის“.
ბაღში აპრილის გაისუდრა ტკბილი ტაროსი. და მოკლე ფრაზამ, ინგლისურმა, გასჭრა დარბაზი: „ჭკუამ დაღუპა ეგ ბარბაროსი“.
ვითომ დღე იყო მიღწევების ამომწურავი, და მოედანზე დადგეს თავი ჰაჯი მურატის - სისხლში, სპირტში და ლეკერტიან ცრემლში მცურავი.
იქ, ნუხის ტყეში, ხმალს იქნევდა მკვდარი სხეული. პეტერბურგისკენ ფელდეგერი ცხენებს იცვლიდა, მიჰქროდა სისხლი, დაღესტნიდან გადმონთხეული.
გამყიდველმაო ღირსეული ჰპოვა ნათესი, და ვორონცოვიც, წინათ სხვას რომ აიმედებდა, ასე ფიქრობდა: სისხლიაო მოღალატესი.
აქაც და იქაც დაღუპულო, მოჭრილო თავო. ხუნძახელ ჰამლეტს რად გინდოდა, რომ გაჩნდი გვიან გაორებულო, უფსკრულებში ჩაშლილო მთაო.
გაგსრისოს, დეე, ჭრილობებმა სისხლიან ფარცხით, მაგრამ, თუ იბრძვი - სამუდამოდ უნდა იცოდე: გაორებული კაცის ბედი თავდება მარცხით. |