კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:45
Advertisement

 

 

 

ქართველ ქალებზე ლამაზი

ძვირია ქვეყნის პირსაო:

თამარი იყო პირველი,

ცალი მნათობი მზისაო.


ქვეშევრდომთ დიდი მოყვარე,

ქვრივისა, ობოლისაო,

ვეზირი ჰყავდა სწავლული,

ბადალი სოკრატისაო.


ლექსთა დამწერი პოეტი

ვეფხისა ტყაოსნისაო,

შვიდას წლის წინათ მომკვდარი,

დღესაც ფარანი გზისაო.


თამარი იყო მოყვარე,

მმოსავი მაღალ ღვთისაო,

ერთხელ შეესწრო საყდარში

შინ დაავიწყდა ქისაო.


საყდართან დახვდნენ გლახები,

მთხოვნელი წყალობისაო,

ეს რომა ნახა, შესწუხდა,

რად დამავიწყდა ქისაო.


შეიხსნა ძვირფას ქამარი,

გლახებს გადასცა ისაო...

შავი ზღვით კასპის ზღვამდინა,

სულ განაგებდა ისაო.


ააგო ციხე, საყდრები,

ნათალი სალი კლდისაო;

შიგ დაასვენა ხატები,

ოქრო-ვერცხლის და ხისაო.


სამეფო საქმით მოცლილი,

ართავდა ძვირფას მატყლსაო,

ჰკერავდა სხვადასხვა რამეს,

შესამოსელსა კარგსაო.


როცა გაჰყიდდა, იმის ფასს

დაურიგებდა ხალხსაო:

მის დედობრივი ხილვაი

შეეძლო ყველა ქალსაო.


თუმც მეფე იყო, მაგრამ კი

ის იმდაბლებდა თავსაო;

კეთილი სიტყვით, სამართლით

ასამართლებდა ხალხსაო.


ის იყო დედა ქართველთა,

ტაძარი სიმართლისაო;

გვირგვინი პატიოსნების,

ფარანი ბნელი გზისაო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იოსებ დავითაშვილი  • • •   იოსებ დავითაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen