კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 13 მაისი 2026 21:16
Advertisement

 

 

 

ბევრი ცრემლი დასდენიათ ქართველ დედებს,

ცრემლი ჩვენთვის გასაკვირი როდია.

სიყვარული უსაშველო ვიცით, მაგრამ

სიძულვილიც უსაშველო გვცოდნია.


თუ დაგვჭირდა ძველებურად გავმგელდებით,

ქართულ დროშას ვარსკვლავებში ავიტანთ,

სიკვდილშიაც ლამაზი ვართ ქართველები,

სილამაზეს საფლავებშიც ჩავიტანთ.


ქართლის გულო, ნეტა როდის გამრთელდები,

მომხვდურებმა ასე როგორ გაგთელეს?

ღმერთსაც უყვარს დალოცვილი ქართველები

და ეს მიწაც ღმერთმა მოგვცა ქართველებს.


გაზაფხულზე ვაზის სულში ავფეთქდები,

ჩემი სული შენს სულს ჩახუტებია.

არასოდეს ბერდებიან ქართველები,

ქართველები ჭაბუკებად კვდებიან!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen