წიფის გვირაბს გავცდი... ირგვლივ - მზე შლის სხივთა გვირილას... სიყვარულით მოხვანცალებს: ეს, - ყვინჩილა ყვირილა...
ნაკადულებს, - ბანცალებენ მთვრალები... მომანათა იმერეთმა - სერაფიმის თვალები...
უმალვე გადაიყრის: ნისლში ვინაც ძირულა... ტაშს უკრავენ ვერხვები და, ცერულს ცეკვავს ძირულა...
კუნტრუშობენ ფრთახატულა ოდები... გეხუტები - ზესტაფონო, - მოველ, განა გშორდები?..
ვარდებად იღაღანე: დღემდე თქმულო, არ თქმულო, გენაცვალე, ქუთაისო, - მასპინძლობით განთქმულო!..
თაფლი იყო, ზედ წავისვი, - ენაზე, შემოგევლე: იმერეთო, - გულმზეო და ენამზევ!!! |