მახარებს გრძნობა ფესვიან ძირის, და მომავალსაც ცუდს არ მოველი. მაგრამ ხანდახან გული რად ტირის, მოულოდნელის ცრემლის მთოველი?
ჩრდილით აავსო და ამოჰფისა - მაინც იელვებს ფერგადასული ხშირად სინათლე ჩემის ყრმობისა.
და უცებ თვალებს ცა მოასკდება, და ისევ ბრწყინავს სახე ჩამქრალი და ვიცი, გული რომ არა სცდება.
და საამოა წუთების რბენა, როგორც გუგუნი მთაში მდინარის, როგორც ლაჟვარდში მტრედის გაფრენა.
თითქოს არა ეგრძნობ სიმძიმეს წელთა; მაგრამ ეს ვიცი, რომ ძველებულად ხმალს ვერ ავიღებ ბრძოლისთვის ხელთა.
და აღარ არის ბრძოლის უნარი, - და თუ ხანდახან ეს გული ტირის, გული არ არის გასამტყუნარი,..
ერთი ამბავი ცხრაას ხუთიდან? თითქო საბაბი აღარ მქონდა, არ ვიცი ხსოვნას რამ მიუთითა...
სიტყვებში იწვის მეფის ერობა უარყოფილი. ხალხს რაც სჭირია-თვით უკეთ იცის! ქვეყანა გვქვია თუ საპყრობილე?!
თვალები ცეცხლით შემოხაზული; მარსელიეზით მგრგვინავი კუპე სამი ჟანდარმით გადარაზული!..
თოფის გრიალი მოუსვენარი; შიში, ქვასავით გულს ჩაძირული, ტყვიები, გველის კბილით მკბენარი.
და შევერცხლილი მთათა გრეხილი. მატარებელი უორთქმავალო, გველეშაპივით თავგაჩეხილი...
გული ბრძოლისკენ მიმიწევს ენაც: მაგრამ ეს ვიცი, რომ ძველებურად არ შემიძლია მე მტერთან შეხლა!
და აღარა მაქვს ბრძოლის უნარი. ჰო და, ხანდახან გული თუ ტირის, - გული არ არის გასამტყუნარი... |