კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:05
Advertisement

 

 

 

ხომ არ წამოხვალ შენ ჩვენთან ომში?

იქ, ჩვენ ტაბლასთან,

ანაზდად გკითხეს,

ფუჰ,

აგვერიე კამბეჩი ლომში

და... ჩვენს საძმოში

ჩაგრიცხეთ იმ დღეს.

კაცად გიცანით გაგნათლეთ ტომში,

გატეხე პური,

ასწიე ჭიქაც.

მართალი იყო ერთი სპა ორში.

შენ -

კუდს იქნევდი

აქაც და იქაც.

სველი გაქვს ლანჩა სიგლახის ტბორში, -

სხვაგვარად მიდის: აწ შენი გზები

იუდას ვერცხლი მოგართვეს ხონჩით,

შუა ჩამოდის მდინარე - მოვრჩით,

ჩატეხილია

ბურჯები ხიდის.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen