კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 00:46
Advertisement

 

 

 

ბნელა, რიონი მთებს იქით დარჩა

გვაცილებს მტკვარი - მზრუნველი დედა

შენ მეუბნები: თბილისი არ ჩანს,

მე კი ყველაფერს, ყველაფერს ვხედავ.


ვხედავ: როგორ თვლემს კრწანისის ველი,

ჰხურავს მაისის ნოხი ფერადი.

ვხედავ: ვით დროშა ძირს დაუხრელი,

გადმოსდგომია ქალაქს ბელადი.


თუ სიყვარული სადმე გეგულვის,

სიბნელეშიაც დაინახება,

ვხედავ: ამ ღამით შთაგონებული,

ქალაქში დადის შოთას სახება.


ვხედავ: ღრუბელმა როგორ შეჰბურა

მთაწმინდის მიწა დასაფიცარი.

ნინოს ცრემლებით დასველებულა

გრიბოედოვის კუბოს ფიცარი...


ვხედავ: ნისლები მტკვარზე გაშლილი,

ნაწვიმარ ბაღებს გადასწვდენია.

საფლავში ბორგავს ბარათაშვილი,

ცეცხლმომდებარი ლექსის გენია.


ვხედავ: თუმც არის ძლიერ გვიანი,

მგოსნის ბინაში იწვის სანთელი:

დაქანებული ზვავის ხმიანი

მღერის პოეტი ღამენათევი.


მზიურ ქალაქის ერთი ფიქრი,

ერთია მისი გულის იარა:

ამ კედლებს იქით, იმ კედლებს იქით,

მტრის შესამუსრად სჭედენ იარაღს.


მრავალ ავდარში გამოუვლია,

ჰქონია ზეცა ცეცხლის მთოველი.

ის სააკაძის ქვეყნის გულია,

მტერს ეკვეთება ბუჩქიც ყოველი.


ბნელა, რიონი მთებს იქით დარჩა

გვაცილებს მტკვარი - მზრუნველი დედა

შენ მეუბნები: თბილისი არ ჩანს,

მე კი ყველაფერს, ყველაფერს ვხედავ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen