ქარიშხალია! წვიმს, ელავს, გრგვინავს და გარს ყველაფერს მუსრავს გრიგალი; მეფობს წყვდიადი, ხარობს სიკვდილი, რომ ჩინებული ხვდა მოსავალი! უწყალოდ რომ გლეჯს და აბნევს ქარი, თვით ძველი ტყე კი კვლავ ცოცხალია და დგას კვლავ მტკიცედ შეუპოვარი! მის თავს ბევრ გრიგალს გადაუვლია, მაგრამ არა თუ ვერ შეუმუსრავს, ფერიც კი ოდნავ ვერ შეუცვლია! და ფოთოლნი კი, ძირს რომ სცვივიან, მისი შვილები, მის სადიდებლად დღეს რომ გმირულად იხოცებიან! არის, იქნება საქართველოცა: ვით განვლილ შავ დროთ ვერ დაუკლიათ, ვერას დააკლებს ეს მწარე დროცა!.. |