კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 08 მაისი 2026 02:00
Advertisement

 

 

 

ძველი ქართული ანდაზა

იტყვის: "სოფელი დიდია!"

რამ გაადიდა, ანდა სად?

სოფელს ბოქლომი ჰკიდია!

რაჭა-ლეჩხუმი მშობელი

გაცლილა, გათხელებულა,

ტყეს გადუვლია სოფელი,

სოფელი - გატყევებულა.

ვზივარ ჭვარტლიან ბუხართან,

ცრის ნოემბერი მტირალა.

გამახსენდება წვიმაში

ბაბუაჩემი ფირანა.

სიტყვა იცოდა ჯიბრით,

იტყოდა მხოლოდ მთავარზე:

"აქიდანა და ჭიბრევს

თხა გევიდოდა ყავარზე!.."

სარკმელში - მთათა გრეხილი,

ყავარზე წვიმა არ ცხრება,

შებერებულა ხეხილი,

მოლურჯო პური არ ცხვება,

კახაბლებს აღარ ამყნობენ,

აღარ თესენ და არ ხნავენ,

ქორწილზე არას ამბობენ,

მარხვით - ჯერ კიდევ მარხავენ...

მე უნდა გავხდე გოროზი,

არ წავიქცე და არ წავხდე -

ლებანიქედის ბოლოში

გიჟივით მარტო დავსახლდე!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen