კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 27 მარტი 2026 13:48

 

 

 

ფოთოლცვენის იდილია მიილია

და დღეები უთავბოლოდ მიჰქრიან, -

ნახევარი საქართველო ტკივილია,

ნახევარი საქართველო ფიქრია.

მაგრამ ახალ უფრო მეტი სილაღეა

და ვნებებიც თითქმის ცერზე დგებიან, -

ნახევარი საქართველო სიმაღლეა,

ნახევარი საქართველო ფრთებია.

სურვილები ერთ წვეთ შუქშიც ვლინდებიან,

მზეს და მთვარეს ერთმანეთთან უვლიათ, -

ნახევარი საქართველო იმედია,

ნახევარი საქართველო გულია!

ჯერ უთქმელი სიტყვაა და იგავია,

გავა დრო და ალბათ ასეც იტყვიან, -

ნახევარი საქართველო გრიგალია,

ნახევარი საქართველო რიტმია.

ღამევ ჩემო, ცისკრად უნდა გაგათენო,

რა ვუყოთ, რომ თავზე ისევ გვესხმიან, -

მუსიკაა ნახევარი საქართველო,

ნახევარი საქართველო ლექსია.

სიყვარულით ცხრა უფსკრულზე გაგვივლია,

ძალიმც მოგვდგამს, ტკბილია თუ მწარეა, -

საქართველოს ნახევარი მახვილია,

საქართველოს ნახევარი ფარია!

აღმავლობამ გამარჯვება იზეიმა,

აღმაფრენამ ლაჟვარდები დალია, -

ნახევარი საქართველო ფხიზელია,

ნახევარი საქართველო მთვრალია!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ