კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 21:43

 

 

 

- მოდი, გვერდით დამიჯექ,

მხარი დამიმშვენე,

დედაენა, ხატიჯევ,

ვინ გასწავლა?

- ნენემ!..


- ბიჭო, ბიჭო ჰასანავ,

აბა გაიხსენე.

ქართული ვინ გასწავლა?

- ნენემ!..


- გახსენება რად გვინდა

ან რა დაგვავიწყებს,

ნენეს თბილი კალთიდან

ცხოვრების გზას ვიწყებთ.


ნენეს ძველი თქმულება

გულში უდევს ბოღმად,

ნენე გვეჩურჩულება

ვართ ქართული მოდგმა...


- იმ დედას გაუმარჯოს,

თქვენ ნენედ რომ უხმობთ,

მისით გული გულადობს,

მისით მუხლი მუხლობს.


რა ვთქვათ მისდა საქებრად,

ვიდრე ის გვყავს, გვჯერა

ქართული არ გაქრება,

არ ჩაქრება კერა!

 

ლექსები დედა ენაზე  • • •  პოეზია - იოსებ ნონეშვილი  • • •   იოსებ ნონეშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ