კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 07 მაისი 2026 19:39
Advertisement

 

 

 

კარგი იქნება, ისწავლოთ

თხზულების სწორად დაწერა,

უნდა იცოდეთ უთუოდ

სასვენი ნიშნების მართლწერა.


მძიმემ თქვა: მძიმედ მოვდივარ,

ხშირად სიტყვებსაც ვიხსენებ,

ერთნაირ წევრებს გამოვყოფ,

თითოეულთან ვისვენებ.


გვიხმობს ძახილის ნიშანი,

შვეული ხაზი წერტილით,

არდასრულებულ სათქმელს კი

დაუსვი მრავალწერტილი.


და თუ სხვის ნათქვამს გვიამბობ,

სხვისი სახელ და გვარებით,

ორივე მხრიდან დახატე

ქვემოთ და ზემოთ ბრჭყალები.


ტყუპი სიტყვები გავყავი,

ჩავუსკუპდი და ვატირე,

თანდებულებიც გამოვყავ,

ჩვენთან ბაქიობს სულ ტირე.


ორი წერტილი სიტყვასთან

თვის საამბობელს გამოთვლის,

ყველაფერს ჩაგიკაკალებს

და მეგობრებსაც ჩამოთვლის.


რომ არ იცოდა მართლწერა, -

კითხულობს კითხვის ნიშანი, -

ბექამ იმიტომ მიიღო

წერაში ცუდი ნიშანი?


- მე თავში ვდგავარ, სულ ცალკე,

და ვერ ვიქნები ვერვისი,

დიალოგებში მომიხმე, -

გვკარნახობს ტირე-დეფისი.


ბოლოს წერტილიც გამოჩნდა,

დაიმსახურა მან ნდობა,

ათასი რამე გვიამბო

და დაასრულა მოთხრობა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დააყენეთ Aura.ge

დააჭირეთ Share
აირჩიეთ Add to Home Screen