კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 14 მაისი 2026 06:21
Advertisement

 

 

 

გიყვარდეს წიგნი - ძვირფასი განძი,

ცოდნის სარკე და ბუნების კარი,

მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ

და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!


გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა

ჯარისკაცები - ანბანთ კრებული,

ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს,

ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული!


გსურს ასახელო მშობელი მხარე,

მას ემსახურო საქმით და ფიქრით?

ამისთვის წიგნი აგიხელს თვალებს,

ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!


გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით

რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას!

გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი

ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება! 

 

ლექსები დედა ენაზე  • • •   პოეზია - ალეკო შენგელია  • • •   ალეკო შენგელიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen