კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 09 მაისი 2026 16:52
Advertisement

 

 

 

აი ჩემი კარგი წიგნი,

სულ პირველი, საანბანო,

“დედაენის” დასაწყისი,

დედასავით სათაყვანო!


მან მასწავლა წერაც, კითხვაც,

მომატარა ბევრი მხარე,

სამუდამოდ შევითვისე,

სამუდამოდ შევიყვარე.


იანვრამდე ხელში მეპყრა

მე ეს წიგნი საფიცარი,

მაგრამ ისე მოვლილია,

არ აჩნია ნათითარი.


მალე, როცა დამთავრდება

ციგაობა, ფრენა, ლხენა,

სწავლას ერთად გავაგრძელებთ

მე და ჩემი “დედაენა”.

 

ლექსები დედა ენაზე  • • •   პოეზია - ხუტა ბერულავა  • • •   ხუტა ბერულავას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen