ჩვენ შევესწარით - ენა სულს ლევდა და ანტიენა ბატონდებოდა. ენას წაერთვა ძალა და მადლი - სიტყვები ვეღარ ჭრიდნენ გასაჭრელს და უბრძოლველად გამორბოდნენ ბრძოლის ველიდან. ხალხი ამ ენით ფიცს ვეღარ დებდა, ვერც სალოცავში ილოცებოდა, და ვეღარც თავის წინაპრებთან ლაპარაკობდა; ჩვენ შევესწარით - ენა კვდებოდა და ტყუილების სამსახურში ჩადგნენ სიტყვები; კაცჭრიჭინები გამოსულიყვნენ და ჭრიჭინებდნენ ანტიენაზე. ...ჩამოიარა პაპაჩემის აჩრდილმა გზაზე, შეჩერდა, ყური დაუგდო ჭრიჭინს და ეს იკითხა გაოცებულ-გაკვირვებულმა: - სად წავიდნენ სიტყვები? - რა ომი იყო ასეთი ომი? - რამ მოკლა ენა?! |