კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ივნისი 2025 22:14

 

 

 

"დედა ენას" გიგზავნი

საქართველოს დესპანად,

რომ სულ ერთად

ზეობდეთ შენ და შენი ქვეყანა.


რომ სამყაროს ბჭეებში,

შენ წინ რომ აღმართულა,

შეაბიჯო ქართულით,

ქართულით

და ქართულად.


ქართულ გონით!

და ზღაპრულ

ქართულ ასომთავრულით,

ქართულ გულით და განცდით,

შთაგონებით ქართულით.


ქართულ ოცნებებით და

ქართულ ზეცის ფერებით,

ქართულ ლექსის სიმაღლით,

ქართულ ცნობიერებით.


"დედა ენას" გიგზავნი,

საქართველოს დესპანად,

რომ

სულ

ერთად

ზეობდეთ,

შენ და შენი ქვეყანა. 


ლექსები დედა ენაზე  • • •   პოეზია - ჯანსუღ კორძაია  • • •   ჯანსუღ კორძაიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ